ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა

24 ნოემბერი 2019, 11:22 2286 ნახვა

ბუქარესტში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად ითამაშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და "საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019 წწ.) დაიმსახურა. 1962-1978 წლებში ნონა გაფრინდაშვილი უცვლელად მსოფლიოს ჩემპიონი იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი