ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და ბათუმში მოქმედ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოეწერა ხელი.
ბათუმის საზღვაო აკადემიის, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტების რექტორების განცხადებით, თეატრთან თანამშრომლობა როგორც სასწავლებლებს , ისე რეგიონს მნიშვნელოვან წაადგება კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის.