ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა საკრებულოში, მაგრამ სხდომას მხოლოდ დეპუტატები, აპარატისა და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ესწრება. ბიუჯეტის განხილვაში არ მონაწილეობდნენ მოქალაქეები, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აპარატი ირწმუნება, რომ მოქალაქეების და მესამე სექტორის ინფორმირება უზრუნველყვეს, თუმცა ფაქტია, რომ დარბაზში დღეს არავინ მისულა.
2020 წლისთვის ბათუმის ბიუჯეტის პროექტი 156 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პრიორიტეტებშია კაპიტალური პროექტები.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მომავალ წელს 37 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს.