ამ წუთებში მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება. სულ 4 მათგანს გაესაუბრებიან დღეს, ხვალ კი დარჩენილ 5 მათგანს,რადგან კონკურსზე მიღებული განაცხადების გადარჩევის შედეგად 1 მონაწილის, რედაქტორ ნათია შავაძის დოკუმენტაცია ხარვეზიანად მიიჩნიეს. სულ 10 კანდიდატი დარეგისტრირდა კონკურში.