აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მთავრობას ბიუჯეტის პროექტი უკან შენიშვნებით დაუბრუნა. წინადადებები და რეკომენდაციები აქვს ყველა კომიტეტს გარდა განათლების და ადამიანის უფლებების კომიტეტებისა. თვალშისაცემია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამონათვალი.
ოპოზიცია ძირითადად აქცენტს სიღარიბის დაძლევაზე აკეთებს და ამბობს, რომ ამისთვის ბიუჯეტში არაფერია გაწერილი. ამასთან აცხადებენ, რომ ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე არაფერია ნათქვამი 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტშიც, რომელიც ოპოზიციის შეფასებით უბრალოდ კოპირებულია. რა პასუხები აქვთ მმართველ გუნდში და რა შენიშვნები ჰქონდა უმრავლესობას? მზია მართალიშვილი მოგვიყვება.