ჭადრაკში მსოფლიოს ქალთა გრანპრის მეორე ეტაპი

20 აპრილი 2016, 00:00 5673 ნახვა

ბათუმი ჭადრაკში მსოფლიოს ქალთა გრანპრის მეორე ეტაპს მასპინძლობს. დღეს გათამაშების მესამე ეტაპი აიღებს სტარტს. შეჯიბრში 12 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის: 2 მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიპიადების, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და კონტინენტალური ჩემპიონატების გამარჯვებულები. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა. გრან პრის ეტაპების ისტორიაში, პირველობისათვის ერთბაშად 4 ქართველი იბრძოლებს: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი. პირველი ტური დღეს 15 საათზე დაიწყება, საწყის ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ლელა ჯავახიშვილი - ალექსანდრა კოსტენიუკი, ბელა ხოტენაშვილი - ნანა ძაგნიძე, ანა მუზიჩუკი- მარია მუზიჩუკი, ალმირა სკრიპჩენკო-ელინა დანიელიანი, ვალენტინა გუნინა-ოლგა გირია და ქსუე ჟაო-ნინო ბაციაშვილი. ჩემპიონატი3 მაისს დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი