''სირცხვილიას'' აქტივისტებმა პარლამენტთან ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ისინი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ და არაძალადობრივი ფორმებით მოქმედებენ. ამბობენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი ბრიფინგი ნახეს, როგორც სასაცილო ასევე სატირალი.
''ვნახეთ ბევრი ბრიფინგი, იყო სასაცილო და სატირალი ბრიფინგები, იყო ბრიფინგები, რომელიც უბრალოდ უნდა დავიკიდოთ.
სასაცილო იყო შსს-ს გუშინდელი ბრიფინგი, უწყება პოლიტიზირებულია, ვწუხვარ, რომ ასეა. ეს პოლიციელები ნამდვილად არ იმსახურებენ ამას. გამოვიდა ბატონი ვაჟა სირაძე და თქვა, რომ აქ 5500 კაცი იყო. როცა სხვა უცხოური მედია წერს, რომ იყო ბევრი. მთავარია რისთვის ვდგევართ და არა რამდენი. უკაცრავად ახლა, ძალიან ავტორიტეტულ მედიებს უფრო უნდა ენდოს ხალხი, ვიდრე თქვენ. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ასეა...
შეიძლება ამ ბოლო მოვლენების შემდეგ, ვისაც შეეძლო კანონის კითხვა ყველა წავიდა მთავრობიდან. თქვეს, რომ არაკონსტიტუციურია ის ნაბიჯები, რომელიც პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გადადგეს. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი, კი არის პროტესტის რადიკალური ფორმა, მაგრამ არაძალადობრვი და ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში.
სამწუხარო იყო რომ შსს გამოდგა დეზინფორმატორი, გაავრცელა ამბავი, თითქოს ვინმე აპირებდა პარლამენტის შტურმით აღებას, თუ ასე იყო მაშინ რატომ დავადებდით ბოქლომს და გასაღებს გადააგდებდნენ ხალხში. არ გცხვენიათ ადამიანებს, რომლებიც გველაპარაკებით ინსტიტუციების დაცვაზე, მოკლეფეხება ტყუილებს, რომ იძახით'' - თქვა ბრიფინგზე შოთა დიღმელაშვილმა.