დაშავებულ მუშებს საოპერაციოდ ამზადებენ - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 

17 ნოემბერი 2019, 17:03 4090 ნახვა

ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ორი მუშა დაშავდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მათ რკინის კონსტრუქცია ფეხზე დაეცათ. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს ღია ჭრილობა აქვს, ასევე ორივე წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. მას ტომოგრაფიული კვლევები უკვე ჩაუტარდა და საოპერაციოდ ამზადებენ. 

რაც შეეხება მეორე მუშას, ის ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მას საოპერაციოდ ამზადებენ. 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ზაალ მიქელაძის განმარტებით, მას ღია ჭრილობები არ ჰქონია. 

აბუსერიძის ქუჩაზე, წყლისა და წყალანირების ახალი სისტემის, მეოთხე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩა რამდენიმე კვირის წინ გადაიკეტა. პროექტს ბათუმის მერია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელელებს. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოებზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიაა. აჭარის მაუწყებელი კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი