არ ვიშლებით, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას - გრიგოლ ვაშაძე

17 ნოემბერი 2019, 16:08 1475 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვასაძემ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და პარლამენტის პიკეტირებას იწყებენ.

''არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას. იმიტომ, რომ ამ ორგანომ მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია. მორჩა, როცა გვეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა ფეხებზე მკიდიხართო, თქვენ მოქალაქეებოო, ოპოზიციურო პარტიებო და არასამთავრობო ორგანიზაციებოო, კონსტიტუციით და კანონდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო მის მოქალაქეებს დავუბრუნოთ'' - თქვა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერმა. 

გრიგოლ ვაშაძემ 4 მთავარი მოთხოვნაც გაახმოვანა. 

1. ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემა

2. ხელისუფლების გადაყენება და დროებითი მთავრობის დანიშვნა.

3. საზოგადოების მიერ დაკომფლექტებული ცესკო

4. პოლიტპატიმრების მყისიერად გათავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი