აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ და მეორე დღეა აქციებს მართავენ.
''როცა ბავშვებს ხვდება ტყვია გახარიას უხარია'' - აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმღერა ჩართეს.
მიიტანეს პლაკატებიც, წარწერით: გადამგდები ოცნება, დავიბრუნოთ ქვეყანა, მატყუარა ბიძინა.
მოგვიანებით კი, ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა გუშინ, საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს. ჯგუფში ოთხი პოლიტიკური პარტია - "ნაციონალური მოძრაონა", " გირჩი'', ''ევროპული საქართველო'' და ''შენების მოძრაობა'' გაერთიანდნენ. ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობი ორგანიზაციები.
გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც. ''ჩვენი მიზანია ახალგაზრდების სისხლით მოპოვებული პროპორციული სიტემის დაცვა'' - ამბობენ აქტივისტები.