თბილისის პარალელურად აქცია ცოტა ხანში დაიწყება ბათუმში. აქტივისტების მთავარი გზავნილები უცვლელია, ისინი მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.
გუშინ, აქციის მონაწილეებმა საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს, რომელშიც ოთხი პოლიტიკური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", " გირჩი'', ''ევროპული საქართველო'' და ''შენების მოძრაობა'', ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობი ორგანიზაციები გაერთიანდნენ.