უმრავლესობის 2 საათიანი სხდომა, ხმაურის ფონზე. „ქართული ოცნების“ წევრებმა, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობაც არ არსებობს.
უმრავლესობა კი სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის. უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ თქვა, რომ მას გადასაფასებლად გარკვეული დრო სჭირდება.