აჭარის მთავრობის შენობის წინ ხმაურია. პოლიციას აქტივისტები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყავს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს, მათ შორისაა რეზო ხარაზი. ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი, ცოტა ხნის წინ მივიდა. მან აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცა. უთხრა, რომ თუ ისინი შენობის შესასვლელს არ გაათავისუფლებენ, კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ''სირცვხილიას'' აქტივისტები აჭარის მთავრობის შენობასთან დილით მივიდნენ. ისინი შესასვლელ კართან იდგნენ და სამუშაო კაბინეტებში თანამშრომლებს არ უშვებდნენ.