"ეს ნაცური ინტერპრეტაცია არ გინდათ ნინო - ირაკლი კობახიძე ''ტვ პირველის'' წამყვანს

14 ნოემბერი 2019, 23:45 3258 ნახვა

ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი სპეკულაციური კითხვების დასმაში დაადანაშაულა და წამყვანს რამდენჯერმე დამშვიდებისკენ მოუწოდა. 

"ეს ნაცური ინტერპრეტაცია არ გინდათ ნინო, ამით ქულებს ვერ დაუწერთ ''ნაციონალურ მოძრაობას''. ლუსტრაცია ხდება ამ ძალების. 60%, რომ ვლაპარაკობდი, შეიძლება 90 პროცენტი ავიღოთ. წარმოიდგინეთ, სადაც ნაცმოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი ერთად დგას, შეიძლება იმხელა პროცენტი ავიღოთ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება მაგიტომ მოგვიწიოს. 

ნინო ჟიჟილაშვილი: ბატონო ირაკლი თავიდან 40% საუბრობდით და შემდეგ ნელ-ნელა ახვედით 60-ზე თუ 65ზე.

ირაკლი კობახიძე: შეგრცხვებათ ნინო, 40 არსად არ მითქვამს.

ნინო ჟიჟილაშვილი: მე შემრცხვება ბატონო ირაკლი? 

ირაკლი კობახიძე: ჟურნალისტი ხართ და ასეთი შეცდომის შეგრცხვებათ.

ნინო: ეს არის ძალიან უხერხული, ეს არის პირდაპირი თავდასხმა, მე ასე აღვიქვამ. შეიძლება მწვავედ, მაგრამ გისვამთ კითხვებს, თქვენ პერსონალურად თავს მესხმით, პასუხების გაცემის გარდა ყველაფერს აკეთებთ. 

ირაკლი კობახიძე: " ძალიან ვწუხვარ, რომ განერვიულდით ნინო, მაგრამ მგონია, რომ დამშვიდდებით და სხვა ეთერებს უკეთესად წარმართავთ. სამწუხაროდ გაგანერვიულეთ, მჯერა რომ ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ მინდა ბოდიში მოგიხადოთ. თქვენ ნუ ნერვიულობთ ნინო. საქმიან კითხვებზე გადადით''...

დიალოგი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. "მართლა გაბრაზებული ვარ და ასე ეთერის წარმართვა არ შეიძლება" - უთხრა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის წამყვანს, რომელიც გადაცემაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საკითხზე სასაუბროდ მოიწვიეს. 

ირაკლი კობახიძემ დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსაც უთხრა, რომ ''ნაციონალურ მოძრაობას'' უნდა გაემიჯნოს. 

''არ გინდათ სპეკულაციები, მოგიწოდებთ გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის აგრესიული პოლიტიკური მოძრაობა'' - ასეთი რეპლიკით დაასრულა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვან თეონა ბაკურიძესთან.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ეს ფრაზა წამყვანის რეპლიკას მოჰყვა. „ისე საუბრობთ ბატონო ირაკლი, რომ არ მცოდნოდა მხარი კანონპროექტს დაუჭირეთ, ვიფიქრებდი, რომ წინააღმდეგი ხართ პროპორციული სისტემის“ - უთხრა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი