"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება'' - წერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი.
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მაჟორიტარების გადარწმუნნება ვერ შეძლო.
''ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო'' - აცხადებს ივანიშვილი.
პარტიის ლიდერის პოზიცია დღეს სხვა დეპუტატებმაც გაახმოვანეს. მაგალითად გია ვოლსკიმ ტქვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოპოზიციონერმა კოლეგებმა ბულინგი დაიწყეს.
საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე -101, წინააღმდეგი - 3.
პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა.