უმრავლესობის სხდომა - რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება?“ 

14 ნოემბერი 2019, 12:03 1133 ნახვა

ორად გაყოფილი ოცნება და კონსულტაციების მესამე დღე. ,,ამ პროცესების გაგრძელება აღარ შეიძლება და  ეს ყველაფერი დღეს  უნდა დასრულდეს“ -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ,  უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება და ირწმუნება, რომ ცვლილების შემთხვევაში ქვეყანა გრძელვადიან ქაოსში აღმოჩნდება.

დეპუტატების არგუმენტების პარალელურად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაარწმუნოს  პარტიის მეორე მხარეს მყოფი კანონმდებლები, პროპორციული სისტემის დადებით მხარეებში.  შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი  მოახდინოს გავლენა პარლამენტის ცალკეულ წევრზე ეს რამდენიმე საათში გამოჩნდება.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი