ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

12 ნოემბერი 2019, 18:33 1379 ნახვა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. გინების, მუქარისა და ხელჩართული ჩხუბის მიზეზი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა.

  იმის გამო, რომ პლენარული სხდომის გაგრძელება ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო, შესვენება გამოცხადდა. თუმცა დაპირისპირება პარლამენტის ოთახებსა და დერეფნებში მაინც გაგრძელდა. დღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა მწვავე ბრალდებები გაახმოვანეს „ნაციონალურ მოძრაობის“ მისამართით.

მოქმედმა სამთავრობო გუნდმა წინამორბედებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან მათ კავშირსაც გაუსვა ხაზი. განსაკუთრებით მწვავე იყო დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი