ნოემბრის ბაშორს მესამე დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოტორებისთვის.
12 ნოემბერს კიუშუ ბაშოს მესამე საშჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება იზეიმა, ლევან გორგაძე კომუსუბი ენდოს შეხვდა, ვისთანაც აქამდე უარყოფითი ბალანსი 5:6-ზე ჰქონდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 1:2-ზე გაუხდა.
ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 9:7-ზე აქვს.
ასევე გაგამარუმ ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გაგამარუმ იგივე თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიოს მე-14 ნომერი, იაპონელი იროდორი დაამარცხა. ორივე ქართველისთვის ნომებრის ბაშოზე ეს პირველი გამარჯვებაა.მათ ბალანსი ახლა 2-1-ზეა.