ამინდი, ბათუმი - ხვალ აჭარაში 24 გრადუსამდე დათბება

12 ნოემბერი 2019, 10:47 1409 ნახვა

ხვალ, 13 ნოემბერს, აჭარაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +22, +24, მთაში კი +20, +22 გრადუსი იქნება. თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება ღამითაც. 

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია და ბანაობაც შესაძლებელია. მზის ულტრაიისფერი ინდექსი კვლავ მაღალი იქნება, ნიშნულით #5.

მომდევნო კვირა, საქართველოს მასშტაბით თბილი და უნალექო იქნება. თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება ღამითაც. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში