რა ურჩია ზურაბ ადეიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა?

07 ნოემბერი 2019, 20:01 1993 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ მეთვრამეტე კანდიდატს მოუსმინეს დღეს პარლამენტში. ალექსანდრე წულაძესთან დღევანდელ გასაუბრებაზე სიმბოლური იყო 7 ნოემბრის კონტექსტი, რადგან კანდიდატის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი მაშინდელ იუსტიციის მინისტრს ზურა ადეიშვილს უკავშირდება. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი მრჩეველი იყო, თუმცა რჩევებს ვერ იხსენებს.

ამასთან საინტერესო იყო კანდიდატის პასუხი კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. განაცხადა, რომ  ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის საჭიროება არ არსებობდა. სხვა შემთხვევაში კი კონსტიტუციური ჩანაწერის გაუარესების ფაქტი არ ახსენდება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი