ბათუმის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციის დაკომპლექტება დარღვევებით მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გააკეთეს. პეტრე ზამბახიძის მტკიცებით, საუბნო კომისიის წევრები ოქმებს საოლქო კომისიაში ავსებენ, რაც დაუშვებელია. ფაქტის გადასამოწმებლად ზამბახიძე საოლქო კომისიაშიც მივიდა, თუმცა აკრედიტაციის არ ქონის მოტივით, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ დაადასტურა, რომ ოქმების შევსება ადგილზე მართლაც ხდებოდა თუმცა დარღვევად არ მიიჩნევს. ფაქტს გამოეხმაურნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით აღნიშნული ქმედება დარღვევაა.