ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების აშენების მსურველმა შპს „ბათუმი რივიერამ“ ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, თავის მხრივ კი მთავრობამ არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად ბათუმის მერიას.
საკითხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც უნდა განიხილოს, სადაც დღეს კომენტარი არ გააკეთეს. კომენტარი არ გააკეთა ასევე ბათუმის მთავარმა არქიტექტორმაც. ამათგან განსხვავებით კი წინასწარაა ცნობილი, რომ ცათამბჯენებს ღია მხარდაჭერას უცხადებს ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
წინააღმდეგობას კი სხვადასხვა საკითხიდან გამომდინარე დიდი ხანია აფიქსირებენ და დანაშაულზე მიუთითებენ ისტორიული ბათუმის დამცველები.