სტუდენტის სექსუალური შევიწროების ბრალდებას მეუფე ზოსიმე ცილისწამებას უწოდებს

05 ნოემბერი 2019, 20:00 1759 ნახვა

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ფეისბუკის პოსტში, რომელსაც სასულიერო პირი, გიორგი სხილაძე აქვეყნებს, წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ კაც სტუდენტზე. იგი აქვეყნებს ხელნაწერ წერილსაც, რომელიც, მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ სემინარიის სტუდენტების მოთხოვნით დაწერა.

წერილის მიხედვით, ის სამუდამოდ ტოვებს თბილისის სემინარიის რექტორის თანამდებობას. ცნობისთვის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე მეუფის მიერ სემინარიის დატოვების მიზეზად სხვა გარემოებებია მითითებული. ასევე იძებნება ინფორმაცია, რომ შემდგომ წლებში იგი იერარქიულად დაწინაურდა.  სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა.

“მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სამი ახალგაზრდა “მიუგზავნეს” და არ იცის მათ რა მიზნები ამოძრავებდათ. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში სინოდის და საპატრიარქოს მისამართით სკანდალური განცხადებები გააქტიურდა. ბოლოს მეუფე პეტრემ ისაუბრა ილია მეორის მამათმავლობაზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი