მეცხრე თვეა პროკურატურა ლავასოღლის ექსტრადირებას ცდილობს

04 ნოემბერი 2019, 12:27 2347 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლის  საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 

პროკურატურის წარმომადგენლებმა აჭარის მაუწყებელს მიმდინარე წლის მარტშიც უთხრეს, რომ მინდია გორაძის ექსტრადირების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. 

დღეს, ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

ისინი აჭარაში თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ მიდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია, თურქული მხარე კი, მოთხოვნის მიუხედავად განმარტებებს არ აკეთებს.

კანონიერი ქურდი მინდია გორაძე  თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში 2018 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც პატიმრობა ემუქრება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი