კარატისტებმა აჭარიდან 8 მედალი მოიპოვეს - მათ შორის სამი ოქრო

04 ნოემბერი 2019, 11:19 1813 ნახვა

აჭარის კარატეს ნაკრები ევროპის რიგით მეთერთმეტე ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა. ჩემპიონატში  24 ქვეყნის 1400 სპორტსმენი ასპარეზობდა. კარატისტებმა სულ 8 მედალი მოიპოვეს, აქედან 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს. 

ოქროს მედლები ჯონი თოფურიამ, ვაჩე გვანცელაძემ და ლუკა შანთაძემ მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ლუკა შანთაძის და გიგი ქედელიძის ანგარიშზეა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს გოგა გვიანიძე და გიგი ქედელიძე დასჯერდნენ.

აჭარის კარატეს ფედერაციის პრაქტიკაში პირველად იასპარეზა პარაკარატისტმა ჯონი თოფურიამ, რომელმაც პირველ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ევროპის კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 1 ნოემბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში