ბათუმის "დინამოს" მფლობელმა გუნდის დატოვება გადაიფიქრა. არჩილ ბერიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით ეს აღელვების ფონზე კლუბის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებელი პოზიცია იყო.
არჩილ ბერიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ბათუმის „დინამოს“ დამარცხება, რომელიმე კონკურენტი კლუბის ინტერესი იყო. გუშინ, საჩხერის "ჩიხურამ" "დინამო" ბათუმი 2-0 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა ამ მატჩში სამი ქულა დაკარგა. წაგებული მატჩის გამო „დინამომ“ შესაძლოა ლიდერის პოზიციები დათმოს.