სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. იაპონიაში ჩატარებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდნენ. შეხვედრაში ანგარიში სამხრეთ აფრიკელებმა გახსნეს და პირველი ნახევარიც მათი გამარჯვებით 6-12 დასრულდა.
მეორე ნახევარში ინგლისელებმა სცადეს სხვაობის შემცირება , თუმცა პირიქით. ''ქურციკებმა’’ გაზარდეს სხვაობა და საერო ჯამში 20 ქულიანი სხვაობით 32 – 10 მოიგეს მატჩი.
სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გუშინ მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალმა ზელანდიამ დიდი ანგარიშით 40 – 17 დაამარცხა უელსის ნაკრები.