უამინდობა მაღალმთიანეთში

02 ნოემბერი 2019, 15:30 1417 ნახვა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, ქედაშიც.  სოფელ ხარაულაში კალაპოტიდან გადმოსულმა ნაკადულმა, საფრთხე 2 ოჯახს შეუქმნა. მერიის ინფორმაციით, მდინარის სათავის დათვალიერების შემდეგ გადაწყდება რა სახის ღონისძიებები გატარდება ტერიტორიაზე.

მთაში კი თოვს, აჭარის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 7 სმ-ია. მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და გადაადგილების მხრივ, მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია. დაბალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება გართულებულია კურორტ გომარდულის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი