პატიმარი ბათუმის ციხიდან შესაძლოა საავადმყოფოში გადაიყვანონ

02 ნოემბერი 2019, 12:08 1311 ნახვა

ბათუმის, ციხეში პატიმრის მიერ თერმომეტრის გადაყლაპვის ფაქტზე, დამატებით ინფორმაცია  ჯერ პენიტენციური სამსახურს არ მოუწოდებია. ასევე უცნობია სახალხო დამცველის პოზიცია. მსჯავრდებულის მიერ, მაუწყებლისთვის გამოგზავნილ წერილში ის ამბობს, რომ სიცხის საზომი თერმომეტრი 14 დღის წინ გადაყლაპა.

გვიყვება, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ექიმებს არ ენდობა და სხვა სამკურნალო დაწესებულებაში  ითხოვს გადაყვანას. პატიმარი ასევე გვწერს, რომ სურს აღმოსავლეთში მოიხადოს საპატიმრო სასჯელი, სადაც ახლობლები მის მონახულებას შეძლებენ. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი პროტესტის ნიშნად მიიყენა თვითდაზიანება.

პატიმარს გუშინ, უკვე ესაუბრა და ფაქტი დაგვიდასტურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ. მისი განცხადებით ,პატიმარმა მართლაც მიიღო არასაკვები ნივთიერება და ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ბათუმის ციხეში პატიმარმა თერმომეტრი და მეტალის ნივთი 17 ოქტომბერს გადაყლაპა. მსჯავრდებულს ოპერაციული ჩარევით, უცხო სხეულების ამოღება, რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ ის უარს ამბობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი