მასწავლებელთა საგნობრივი და სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. დღეს პედაგოგები გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი პირველ და მეათე სკოლებში, სადაც 3350-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. სესიისთვის რეგისტრაცია 10 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 11 საათზე. გამოცდა 5 საათიანია.
ამ გამოცდებზე მიღებული კრედიტქულებით პრაქტიკოსი მასწავლებლები პროფესიული განვითარები სქემაში სტატუსი ამაღლებას ცდილობენ. რეფორმის თანახმად, თუკი ისინი ვერ შეძლებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას სკოლა მათ დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებს და მათ ადგილზე კონკურსს გამოაცხადებს.
ამავდროულად, სახელმწიფო პენსიონერ მასწავლებლებს ჯილდოს მიღების კიდევ ერთხელ სთავაზობს. თუ პენსიონერი მასწავლებელი, რომელიც მასწავლებელთა საგნობრივ და სასერტიფიკაციო გამოცდებზე საჭირო კრედიტქულებს ვერ დააგროვებს, მას უფლება აქვს ჯილდოს მიღებაზე განაცხადი მიმდინარე წლის იანვრამდე გააკეთოს და სკოლა დატოვოს.