ეროვნული ლიგის 33-ე ტური ივანწმინდაში გაიხსნა, სადაც საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონატის ლიდერს "დინამო" ბათუმს უმასპინძლა. ფავორიტი გია გეგუჩაძის გუნდი იყო, თუმცა მოულოდნელად, სამი ქულა მასპინძელმა მოიპოვა. გოლები ჩიხურამ მეორე ტაიმში გაიტანა. თამაში უმძიმეს პირობებში წარიმართა, რადგან ივანწმინდის სტადიონის ატალახებულ მინდორზე ბურთი უბრალოდ არ გორავდა.
პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც მასპინძელთა კართან იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი ჯაბა ჯიღაურს ჰქონდა, რომელმაც ფლამარიონ ჯოვინოს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, თუმცა დინო ჰამზიჩმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.
პირველ ტაიმის ერთი ეპიზოდი სადავო გახდა, 11 მეტრიანის გადაწყვეტილება ბათუმის "დინამოს" სასარგებლოდ მატჩის არბიტრმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა არ მიიღო.
შეხვედრის 68-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. საჩხერელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, როდესაც ბურთი მიშიკო სარდალიშვილმა მიიღო, გიორგი ნავალოვსკი ჩამოიცილა და გიორგი ფანცულაიას ზუსტი პასი მისცა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.
დარჩენილ დროში ბათუმელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და გატანაც შეეძლოთ. 75-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, როდესაც ახლო მანძილიდან თავით ფლამარიონ ჯოვინომ დაარტყა, დინო ჰამზიჩმა კი კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი რეაქცია და მეორედ გადაარჩინა ჩიხურა გაშვებულ გოლს.
მარცხით დინამო ბათუმმა ძალიან გაირთულა მდგომარეობა. კვირას, დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგება. ბათუმურ გუნდს შესაძლოა ''საბურთალოც'' დაეწიოს, რომელსაც ამისთვის გორის ''დილას'' დამარცხება სჭირდება.
სტადიონი, რომელზეც ბათუმის "დინამომ" ითამაშა.