თურქეთთან სტრატეგიული პარნიორობის საბჭოს სხდომა ანკარაში გაიმართება - პრემიერის ვიზიტი

01 ნოემბერი 2019, 12:31 2646 ნახვა

საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში ანკარაში გაიმართება, - ამაზე გუშინ  ანკარაში პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ გიორგი გახარია და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე ჩატარდება ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა. მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.  გიორგი გახარიას პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა. გიორგი გახარიამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საქართველოში მიიწვია. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაზაფხულზე შედგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი