მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

06 ნოემბერი 2023, 21:52 695 ნახვა

ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს კირბალთან მომხადრი ფაქტის გამო და გმობს ძალის გამოყენებას.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენებით სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლით“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში