საკანონმდებლო ორგანო უკვე მეცხრე მოწვევის დეპუტატების მოლოდინშია. მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ჩვეული პრობლემით- არშემდგარი კვორუმით დაასრულა. ერთი თვის განმავლობაში საარჩევნო რეჟიმის გამო პარლამენტმა მუშაობა შეწყიტა. ბანაკშეცვლილი კანონმდებლები, ხელჩართული ჩხუბები, კვორუმის გამო ჩავარდნილი სხდომები- ასე დაამახსოვრდა საზოგადოებას პარლამენტი, რომელიც 4 წლის წინ აირჩია.