ამინდი, ბათუმი - აჭარაში 3 ნოემბრამდე იწვიმებს 

30 ოქტომბერი 2019, 11:12 2388 ნახვა

აჭარის სანაპირო ზოლში დღეიდან 3 ნოემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად. მთიან ზონაში 1 და 2 ნოემბერს ღამის საათებში მოსალოდნელია თოვლი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +15, +17 გრადუსი იქნება, მთაში კი, +12, +14 გრადუსი.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 2 ბალი.

უფრო დეტალურად 31 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ: 

ბათუმი - უმეტესად ღუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ქარი ქარი 10-15 მ/წმ,. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14 დღისით +17 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +16

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +13

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +12

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10 დღისით +14

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +7

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს სხვა ქალაქებშიც. პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ინტენსიურად ითოვებს.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, განსაკუთრებით აცივდება 2 ნოემბერს. 

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი