ბათუმში ქუჩები ისევ დაიტბორა, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები რამდენიმე ქუჩაზა შექმნა. დაიტბორა ჭავჭავაძის ქუჩაზე რამდენიმე მონაკვეთი. მათ შორის მაღაზიები, სახლი და სალონი.
''ბათუმის წყალში'' სულ 14 შეტყობინება შევიდა. მათი ინფორმაციით, მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ ამოტუმბვით სამუშაოებს, გაიწმინდა ცხაურებიც. სამუშაობი ამ დრომდე გრძელდება.
გორგასლის ქუჩაზე წყალი კორპუსის სადარბაზოშიც შევიდა. მშობლების სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბავშვების სკოლაში გაშვებას ვერ ახერხებენ. წყალი ისე მაღალია, მოზარდებს სადარბაზოდან და ეზოდან გასვლა, ბოტებითაც კი უჭირთ.