ბათუმის ბულვარში ექიმები ელექტრომობილებით იმოძრავებენ 

29 ოქტომბერი 2019, 13:12 1804 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანების ნაცვლად, ელექტრომობილები იმოძრავებენ.

პირველადი დახმარების გასაწევად, ექიმები დანიშნულების ადგილზე, ერთადგილიანი ელექტრომობილებით მივლენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ჯამში 10-მდე სპეციალური ელექტროავტომობილის შესყიდვას იგეგმება. 

კონკრეტულად ელექტროავტომობილი გათვალისწინებულია ბათუმის ბულვარისთვის. ელექტროავტომობილზე არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ პირველადი გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, როდესაც პაციენტი გამოიძახებს, უახლოესი ეკიპაჟი მივიდეს ადგილზე. ამ განახლებული სისტემის ჩაშვებას 112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 1-ელი იანვრიდან ვგეგმავთ. ბრიგადები პირველად დახმარებას გაუწევენ პაციენტებს და გადააბარებენ შემდგომ სასწრაფო დახმარების ავტომობილს“, - განუცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში