რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტია მთავარი განსახილველი საკითხი აჭარის მთავრობის სხდომაზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პირველადი პროექტი თვის ბოლომდე, რამდენიმე დღეში უნდა გადაუგზავნოს.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყება დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, რის შემდეგაც შენიშვნებით ისევ მთავრობას დაუბრუნდება.