საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესს უნდობლობას უცხადებს და კანდიდატების შერჩევისთვის, ადეკვატური კომისიის შექმნას მოითხოვს.
შექმნის თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ახლა მაინც ისეთ კომისიას, რომელიც კითხვებს არ გამოიწვევს?
უმრავლესობის წევრმა დღეს პირველად თქვა, რომ აქამდე შექმნილი კომისიის წევრის ასლან ლორთქიფანიძის პოლიტიკურმა შეფასებამ მმართველ გუნდს უხერხულობა შეუქმნა.