ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მხარდაჭერა საქართველოს. წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც ორპარტიულია და მხოლოდ საქართველოს ეხება, თბილისში უპრეცენდენტოდ შეფასდა.
დემოკრატი კონგრესმენის ჯერი კონოლისა და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული აქტი, საქართველოს მხარდაჭერის აქტი ხაზს უსვამს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებსაც. ამ ფონზე, ხელისუფლებას გააქტიურებისკენ და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ ექსპერტები და ოპოზიცია.