საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ,,მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა’’ უმასპინძლა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ,,საბურთალომ’’ თანაქალაქელი ,,დინამო’’ მიიღო და შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.
ამ ფრის შემდეგომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი ისევ ბათუმის ,,დინამო’’ დარჩა ,რომელმაც პარასკევს ,,ვიტ ჯორჯიას’’ 1:1 ეთამაშა. 32 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეში 64 ქულით გია გეგუჩაძის ბათუმის ,,დინამოა’’ , 63 ქულით მეორე ადგილს თბილისის ''დინამო’’ იკავებს , ხოლო მესამე პოზიციაზე 62 ქულით თბილისის ,,საბურთალო’’ იმყოფება.
33-ე ტურში 1 ნოემბერს შავიზღვისპირელები საჩხერეში ადგილობრივ ,,ჩიხურას’’ დაუპირისპირდებიან . უკვე 3 ნოემბერს ბათუმელთა 2 კონკურენტი ითამაშებს . ''საბურთალო’’ გორში ,,დილას’’ შეხვდება , ხოლო თბილისის ,,დინამო’’ საკუთარ კედლებში ქუთაისის ''ტორპედოს’’ მიიღებს.