დაკარგული ოქროს ქულები?

26 ოქტომბერი 2019, 12:13 2289 ნახვა

ფრედ 1:1-ით დასრულდა, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის, შეხვედრის მე-3 წუთზე , საჯარიმოში ბურთი სტუმართა გუნდის მცველ სეხნიაშვილს მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა.

ფლამარიონის შესრულებული თერთმეტმეტრიანი ისერგიშვილმა მოიგერია, მაგრამ ყველას ჯიღაურმა დაასწრო და ანგარიში გახსნა. 86-ე წუთზე კი სეხნიაშვილმა თავური დარტყმით  ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ დროისთვის ჩემპიონატში ბათუმის „დინამო“ 64 ქულით ლიდერია, მომდევნო შეხვედრას ბათუმელი ფეხბურთელები, 1 ნოემბერს,  საჩხერეში „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი