ბათუმის საკალათბურთო გუნდი დღეს თბილისის ''მგზავრებს'' უმასპინძლებს

25 ოქტომბერი 2019, 12:38 1643 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ,,სუპერლიგის’’ მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. მესამე ტურში ბათუმელები საკუთარ კედლებში თბილისის ,,მგზავრებს’’ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს 16:00 საათზე ბათუმის საკალათბურთო დარბაზში დაიწყება.

2 ტურის შემდეგ ბათუმს ორი წაგება აქვს და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ,,მგზავრები’’ ასევე ორი წაგებით მეცხრე პოზიციას იკავებენ. ტრავმის გამო გია კაზანჯიანის გაწვრთნილ ,,ბათუმს’’ ლევან ბაბილოძე დააკლდება. ბათუმელები საკუთარ კელდებში ახალ სეზონში პირველად ითამაშებენ.

ბათუმის საკალათბურთო კლუბში გასული სეზონიდან მხოლოდ 1 კალათბურთელი ლევან ელიაძეა. ორი ტურის შემდეგ სუპერლიგას ,,თსუ ჰიუნდაი’’ ლიდერობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში