ნაციონალური მოძრაობა დარღვევებზე საუბრობს

07 სექტემბერი 2016, 00:00 3609 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პროცედურების დარღვევებით მიმდინარეობს _ აცხადებს პეტრე ზამბახიძე. ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენლი ირწმუნება, რომ მეოთხე საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის არჩევის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი მონაწილეობდნენ. ზამბახიძის განცხადებით, ამ უბანზე თავმჯდომარეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელეს, სხვა პარტიებს კი კანდიდატურის დასახელება არ შესთავაზეს. ოპოზიციურმა პარტიამ ბრიფინგზე ვიდეო მასალაც წარადგინა. მათივე ინფორმაციით, მე-15 უბანზე არც მანიშნებელი აბრა და არც საარჩევნო სიებია განთავსებული. პეტრე ზამბახიძე საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის შეტანას გეგმავს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი