ნუგზარ სხირტლაძე - მოსამართლე სამი ხელისუფლების პირობებში

24 ოქტომბერი 2019, 20:00 2822 ნახვა

კითხვები და ყურადღებამისაქცევი პასუხები ისმის მთელი დღეა სასამართლო სისტემის ირგვლივ. დღეს იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის იმ კანდიდატს მოუსმინეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს „პოლიტიკური რეჟიმის“ არსებობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დადებითად პასუხობს, საკუთარ დამოუკიდებლობაში კი ეჭვი არ შეაქვს. თუ რეჟიმი იყო, სასამართლო როგორ იყო დამოუკიდებელი - სწორედ ასეთი  იყო ეკა ბესელიას რეპლიკა.

სწორედ ეს არის თემა რის გამოც შეიძლება ითქვას „ქართული ოცნება“ ორ ცეცხლს შუაა. ისინიც კანდიდატებისგან წარსულის რეჟიმად აღიარებას ითხოვენ.

სხვათაშორის ნუგზარ სხირტლაძეს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მან გაიარა შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი, შემდეგ სააკაშვილის, ბოლოს მარგველაშვილის და ახლა ზურაბიშვილისას გადის. მას ახლაც უზენაესში სურს მოსამართლეობა და თან უვადოდ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი