''ერთიანია ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ხვალ, 25 ოქტომბერს, უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული რიგგარეშე სხდომის გადადებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სურთ, მრჩეველთა საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატს გაესაუბრონ, მათ შორის სოსო სტურუასა და თამილა დოლიძესაც. ოპოზიციის განმარტებით, თუ კენჭისყრა შედგა, ამას ვერ მოახერხებენ.
ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შეხვედრა ორშაბათისთვის ჰქონდათ დაგეგმილი და ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ინფორმირებული იყო.
საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ გაიმართა. განცხადება ასმათ დიასამიძემ გააკეთა. მისი თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბიუროს სხდომის შესახებ, ფრაქციის წევრები არ გააფრთხილეს.
მიიღებენ თუ არა მონაწილეობას რიგგარეშე სესიაში, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ხვალ დილით გახდება ცნობილი. 11-ზე პარტიის ოფისში ბრიფინგია ჩანიშნული.
უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებად, დიანა ვაშაყმაძე და თამარ წილოსანი წარადგინეს. პეტრე ზამბახიძემ არჩევანი თამარ წილოსანზე შეაჩერა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს. გიორგი ცინცქილაძემ კი, დეპუტატებს დიანა ვაშაყმაძის კანდიდატურა შესთავაზა, ის მედია მენეჯმენტის მაგისტრია, ასევე ბიზნესტრენერი.
"ქართული ოცნების ფრაქციებმა სოსო სტურუა და თამილა დოლიძე გუშინ, 23 ოქტომბერს, წარადგინეს.