ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნის განვითარების, ტერიტორიული მთლიანობისსა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით - ამ სიტყვებით შეაფასა საბჭოსა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ძირითადი პაკეტის განხორციელების საკითხები.