ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველო ქალთა 3 და ვაჟთა 2 ნაკრებითაა წარმოდგენილი. ქალთა ნაკრებში 3 ბათუმელია: სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე. მოჭადრაკეები 40 ქვეყნიდან მონაწილეობენ.
პირველი გათამაშება დღეს 3 საათიდან დაიწყება. ჩემპიონატი 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გუშინ დრამატულ თეატრში გაიმართა.