ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა საქართველოს პარლამენტში - დღეს დეპუტატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველ პაატა სილაგაძეს უსმენდნენ. დღეს პირველად დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კანდიდატის სხდომათა დარბაზიდან გაძევება და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
თავად კანდიდატი კი ფიქრობს რომ არაფერი აქვს საბოდიშო. სხვათა შორის სილაგაძე იმ სიაშიც იყო რომელმაც გასულ წელს უმრავლესობაში განხეთქილება გამოიწვია. მას დღეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენეს და კლანის წევრობაზე მიუთითეს.
ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე ეკა ბესელიას შვილს ეხებოდა. კანდიდატმა დამოუკიდებელი დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა, რის გამოც მან უმრავლესობის წევრების კრიტიკაც დაიმსახურა.