„მუქარის წერილი“ - მამუკა ხაზარაძემ დედანი პროკურატურაში წარადგინა

21 ოქტომბერი 2019, 20:05 1709 ნახვა

კიდევ ერთი საქმე რომელიც სავარაუდოდ ახალ ფაზაში უნდა გადავიდეს ეს ე.წ. მუქარის წერილია. სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი? დედანი პროკურატურაშია და გამოძიების დაწყებისთანავე შუამავალიც დასახელდება - ეს მამუკა ხაზარაძის განცხადებაა, რომელმაც დღეს, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ე.წ. მუქარის წერილის დედანი საგამოძიებო უწყებას გადასცა.

მანამდე ამ წერილს მათივე ცნობით ექსპერტიზა ლონდონში ჩაუტარდა და მასზე 17 ანაბეჭდიც დადგინდა. ხაზარაძის თქმით მან წერილი  გახარიასგან მიიღო, თუმცა, არასდროს უთქვამს ვის მიერაა იგი დაწერილი.

ვის მიერაა დაწერილი ეს წესით ახლა იმ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რომელსაც ბრალდების ავტორები არ ენდობიან - გახარია კი ამბობს რომ ყველაფრისთვის მზადაა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში